ავტორი:

"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა" - გარდაიცვალა ახმეტელის თეატრის მსახიობი მზია ტალიაშვილი

"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა" - გარდაიცვალა ახმეტელის თეატრის მსახიობი მზია ტალიაშვილი

გარდაიცვალა მსახიობი მზია ტალიაშვილი. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი ავრცელებს.

"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი.

ქალბატონი მზიას შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ახმეტელის თეატრის გამორჩეული მატიანეა.

მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა.ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი.

მისი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე მთელი ქართული კულტურისთვის.სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს", - სოციალურ ქსელში, ახმეტელის თეატრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.