ავტორი:

“არ გაპანიკებთ, მაგრამ ამისი არ გათვალისწინება შეიძლება დასრულდეს თავის ტვინის გარსის ანთებით“ - გიორგი ღოღობერიძე გამომწერებს მიმართავს

“არ გაპანიკებთ, მაგრამ ამისი არ გათვალისწინება შეიძლება დასრულდეს თავის ტვინის გარსის ანთებით“ - გიორგი ღოღობერიძე გამომწერებს მიმართავს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მის პლატფორმაზე “Usmle მოსამზადებელი ცენტრი - Ghoghoberidze, M.D.“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს სადაც ე.წ. სიკვდილის სამკუთხედის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულ ზონაში გამონაყარის ხელით წვალება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს.

“რასაც ახლა მოგიყვებით არ გაპანიკებთ, მაგრამ ამისი არ გათვალისწინება შეიძლება დასრულდეს თავის ტვინის გარსის ანთებით - ანუ მენინგიტით, თავის ტვინში ჩირქის ფორმირებით - ანუ აბსცესით და ასევე სინუსური თრომბოზითაც.

არ გაპანიკებთ, უბრალოდ ვყვები ფაქტებს. ადამიანს სახეზე აქვს “სიკვდილის სამკუთხედი“. ასე ჰქვია ამ ზონას - სამკუთხედი იწყება ცხვირის ძირიდან და მთავრდება ტუჩის კუთხეებთან. თუ ამ მიდამოებში იქნება ჩირქგროვა, არასდროს ხელით არ შეეხოთ, რადგან ამ მიდამოში გვაქვს სახის ვენები, თუ ადამიანი არსებულ ჩირქოვანს ხელით შეეხება, შეიძლება ბაქტერიების ნაწილი წავიდეს უკუდინებით.

თუ უკვე გააკეთეთ მსგავსი რამ და არაფერი გართულება არ გქონიათ, გილოცავთ. ზოგჯერ ადამიანი ხიდიდან ხტება, მაგრამ ფეხს არ იტეხს. თუ ერთხელ გავაკეთეთ და გაგვიმართლა, არ ნიშნავს, რომ ბედი აუცილებლად უნდა გამოვცადოთ რამდენჯერმე,“ - მიმართავს ღოღობერიძე გამომწერებს.