ავტორი:

აშშ-ში 21 წლის სტუდენტი დივანზე ცეკვისას მე-8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა - გოგონას სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

აშშ-ში 21 წლის სტუდენტი დივანზე ცეკვისას მე-8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა - გოგონას სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

ჯორჯიის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებების მიუხედავად, გადარჩა.

კრისტინ სარჯენტი კორპუსში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც, თვითმხილველების ინფორმაციით, დივანზე ცეკვის დროს ღია ფანჯრიდან გადავარდა.

  • გამომძიებლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი შენობის ქვემოთ, აუზთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე დაეცა. პოლიციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაცემისას ის, სავარაუდოდ, ლითონის სკამს შეეჯახა - სკამის ბალიშზე სისხლის კვალი იყო, სახელური კი დაზიანებული აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, შესაძლოა, დაცემის სიჩქარე შეზლონგმაც შეანელა.

  • კრისტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. მას რამდენიმე ძვალი აქვს მოტეხილი და მძიმე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი მამა, რიჩარდ სარჯენტი ამბობს, რომ ოჯახი მადლიერია, რადგან ქალიშვილმა ასეთი სიმაღლიდან ვარდნას გადაურჩა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილი შეისწავლა და მოწმეებიც გამოკითხა. ამ ეტაპზე ყველა მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და სამართალდამცველებს დანაშაულის ნიშნები არ დაუფიქსირებიათ.

წყარო