ავტორი:

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს - "ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლოა"

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს - "ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლოა"

რუსეთის პრეზიდენტი, აგრესორი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.

ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ "რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით“.

პუტინი აღნიშნავს, რომ "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.

"მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა“, - ნათქვამია პუტინის წერილში.