თბილისში, ორთაჭალაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქე კაფეში მსხდომ ადამიანებს აივნიდან აშარდავდა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში Ravegram ავრცელებს.
უწყების ცნობით, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს. საქმე ეხება წვრილმან ხულიგნობასა და საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას.
მომხდარის ამსახველ ვიდეოში მამაკაცი თავისი საქციელის მიზეზს ასე ხსნის: "აბაზანა დაკავებული იყო და სხვა გზა არ მქონდა“.