"დღეს გვაქვს სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ დაარღვიოთ და როგორც გაგიხარდებათ, ისე იმოძრაოთ“, - საგზაო უსაფრთხოებასა და გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ ისაუბრა.
ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის დაცვა არის პრესტიჟული და არა ის, რომ კანონი იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაარღვიო - გაგვიგია ეს გამოთქმა ჩვენს რეალობაში.
ეს საზოგადოება ხომ რაღაცამ ჩამოაყალიბა ასეთად? ეს მოდის ბაღის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო პროცესიდან, სადაც არ ასწავლიან გზაზე გადასვლის წესებს, ავტობუსში ასვლის ან ჩასვლის წესებს და ა.შ. ჩვენთან ეს პროგრამები პრაქტიკულად არ არსებობს და ვიღებთ საზოგადოებას, რომელმაც უბრალოდ არ იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ კანონი არ დაარღვიოს“ - განაცხადა მესხიშვილმა... წაიკითხეთ ვრცლად