ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
"მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო.
მედიაში გავრცელდა პირველი ფოტოები flydubai-ს რეისიდან, რომელზეც ჩანს მგზავრი, რომელსაც პერანგზე სისხლი აქვს.