ავტორი:

"რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით?! ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი" - რას წერს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა?

"რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით?! ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი" - რას წერს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა?

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:

"რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით?! რამე წაგართვით, რამე მოგპარეთ?!

  • ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი, თუკი ვინმე მომეხმარეთ, არ გტოვებდით ისე, ვიყიდდი ჩემს ერთ კუთხეს და მეყოლებოდა ჩემი გური ჩემთან.

ვინც ჩემკენ ხელს გამოიშვერთ, ჩემი ცხოვრებით იცხოვრეთ. ასე არასდროს დამიწერია და ახლა ვწერ.

მე გურის დავიბრუნებ როგორიც არის, ისეთს.

მადლობა ყველას თანადგომისთვის", - წერს ბიბილაშვილი.

  • ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.