ავტორი:

"საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ" - ბადრა გუნბა

"საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ" - ბადრა გუნბა

საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა.

"დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გარშემო ვითარება კვლავ რთული რჩება. ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ. ეს ჩვენი მხრიდან სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ვავითარებთ“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.

მისი თქმით, "გამარჯვების დღიდან 33 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც თავისუფალ აფხაზეთში დაიბადა“.

"ჩვენ ომი არ გვსურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს, თუმცა ჩვენი მიწის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად მზად უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთ დიდ საფასურად მოპოვებული მშვიდობა შენარჩუნდეს, აფხაზეთი განვითარდეს და გაძლიერდეს, ხოლო მომავალმა თაობებმა თავიანთ სამშობლოში თავისუფლად იცხოვრონ“, - აღნიშნა გუნბამ.