ავტორი:

"თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული მუსიკალურ პროცესში" - მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, როგორ შეიქმნა სიმღერა და კლიპი - "გამარჯობა აფხაზეთო შენი"

"თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული მუსიკალურ პროცესში" - მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, როგორ შეიქმნა სიმღერა და კლიპი - "გამარჯობა აფხაზეთო შენი"

ექსპრეზიდენტი, ამჯამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, თუ როგორ გადაიღეს კლიპი სიმღერაზე "გამარჯობა აფხაზეთო შენი". შესაბამისი პოსტი სააკაშვილის გვერდზე, "ფეისბუქში" გამოქვეყნდა.

"მოგიყვებით როგორ შექმნა კლიპი "გამარჯობა აფხაზეთო შენი". ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული მუსიკალურ პროცესში.

ჯერ ჩემი ინიციატივით გავმართეთ პატრიოტული სიმღერის კონკურსი "პატრინოტი". რომლისთვისაც ჩემმა მეგობარმა ზუმბამ საგანგებოდ დაწერა "გამარჯობა აფხაზეთო შენი" გალაქტიონის ლექსზე. მე თვითონ ვიყავი ოპერაში ამ კონკურსზე და დარბაზმა და ჟიურიმ ერთხმად დაასახელეს ეს სიმღერა გამარჯვებულად.

შემდეგ უკვე დადგა კლიპის შექმნის საკითხი. ამ კლიპის იდეა იყო იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენმა საქართველომ უკვე დაიწყო განვითარება და გვეჩვენებინა თუ რა ნათელი მომავალი ელოდა აფხაზეთს, საქართველოს კონტროლის აღდგენის შემდეგ.

ჩემი თხოვნით კლიპში ჩართეს აფხაზეთიდან დევნილები.ეს არის ძალიან ლამაზი მელოდია და ლამაზი კლიპი, ნათელი ფერებით. სანამ ტელევიზიაში გავიდოდა, კლიპი მთავრობის წევრებს ვაჩვენეთ და ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით კლიპი ცოტათი შევაყოვნეთ, სანამ ახლად შექმნილი პატრულის კადრები არ დაამატა კლიპს.

კლიპის პრემიერის შემდეგ, მისი მონაწილე ყველა მომღერალი მივიწვიე პრეზიდენტის კანცელარიაში მადლობის სათქმელად და დასაჯილდოებლად.სინამდვილეში ეს იყო ეროვნული სულისკვეთების და ოპტიმიზმის აღმავლობის მშვენიერი მომენტი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.