რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი სახის პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხის მსგავსი ფორმულირება სრულიად უადგილოა“, - განაცხადა პესკოვმა.
"რაც შეეხება სხვადასხვა გაცვლებს, რომლებიც ადრეც შედგა, ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხზე რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.