ავტორი:

"ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა სცადა" -  FlyDubai-ს რეისზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მგზავრების გმირობა

"ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა სცადა" -  FlyDubai-ს რეისზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მგზავრების გმირობა

2026 წლის 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრინავ FlyDubai-ს FZ1073 რეისზე მასშტაბური ტრაგედია აიცილეს თავიდან. Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე, სადაც 174 მგზავრი (მათ შორის 27 ბავშვი) იმყოფებოდა, ფრენისას მძიმე ტერორისტული ინციდენტი მოხდა - კაბინაში მეორე პილოტი კაპიტანს დანით დაესხა თავს.

  • 18 000 ფუტით ( 5,4864 კილომეტრით) დაშვება და განგაშის სიგნალი

რეისი დუბაიდან თელ-ავივისკენ, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე გაფრინდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორსაათ-ნახევარში, როდესაც ლაინერი 34 000 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდა, პილოტების კაბინაში ძალადობა დაიწყო.

თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება დაიწყო და FlightAware-ის მონაცემებით, 12 წუთში სიმაღლე 33 000 ფუტიდან 15 400 ფუტამდე შემცირდა.

ეკიპაჟმა ჯერ ზოგადი საგანგებო მდგომარეობის კოდი 7700 გადასცა, ხოლო მალევე ჩართო 7500 - საერთაშორისო სიგნალი, რომელიც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო თავდასხმას ნიშნავს. უსაფრთხოების ზომების მისაღებად ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ჰაერში აწია.

  • მგზავრების გმირობა და თავდამსხმელის განეიტრალება

მოწმეების ცნობით, კაბინის კარის გაღების შემდეგ მგზავრები და ბორტზე მყოფი სხვა პირები ვითარებაში ჩაერივნენ და თავდამსხმელი პილოტი განაიარაღეს.

სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ ვიდეოში, ერთ-ერთი გმირი მგზავრი, რომელსაც შუბლიდან ცხვირამდე სისხლის წვრილი ნაკადი ჩამოსდიოდა, დახმარებას ითხოვდა:

"თვითმფრინავის გატაცების პროცესში ვართ. ამ მომენტისთვის ტერორისტები განეიტრალებული გვყავს და დასაჯდომად ვემზადებით. ვისაც ესმის ჩემი, დახმარება გვჭირდება... როგორც ჩანს, ტაბუკში ვჯდებით, საუდის არაბეთში. უცნობ, უცხო ტერიტორიაზე. თვითმფრინავში პილოტის გარდა ყველაფერი რიგზეა, ყველა უვნებლადაა", - კიდევ ერთმა მგზავრმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა თავდამსხმელის განეიტრალებაში, საზარელი ინციდენტის შემდეგ ოჯახი დაამშვიდა:

"როგორც ჩანს, საუდის არაბეთში დავჯექით. ერთი პილოტი მძიმედაა დაშავებული, საავადმყოფოში გადაჰყავთ. არის კიდევ ერთი ტერორისტი... მისი მდგომარეობა არ ვიცით, მაგრამ ისიც ჩართული იყო ძალადობაში. ძალიან მძიმე იყო. რამდენიმე საათში სახლში ვიქნებით. ტანსაცმლის გამოცვლა მჭირდება, ყველაფერი სისხლშია გასვრილი... შენი მამა გმირია. მარტოს არ გამიკეთებია. მოგვიანებით გნახავთ, ცოტა უნდა დავმშვიდდე".

  • მძიმე კადრები თვითმფრინავის ბორტიდან

გავრცელებულ სხვა შემზარავ ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხმარებიან თვითმფრინავის სამზარეულოს იატაკზე მწოლიარე ორ მამაკაცს, რომელთაც აშკარად ძლიერი სისხლდენა აქვთ. მათგან ერთ-ერთს პილოტის თეთრი ფორმა აცვია, რომელიც სრულად სისხლითაა გაჟღენთილი, სისხლით არის მოსვრილი კედლებიც.

დაშავებულებს ჟანგბადის ნიღბები უკეთიათ.

  • ავარიული დაშვება საუდის არაბეთში და გამოძიება

ხომალდმა კურსი შეცვალა და ავარიული დაშვება განახორციელა საუდის არაბეთში, ტაბუკის სამხედრო-სამოქალაქო ბაზაზე. ვინაიდან ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ისრაელის მგზავრებით სავსე თვითმფრინავის საუდის არაბეთში დაჯდომა იშვიათ პრეცედენტად შეფასდა.

საუდელმა სამართალდამცავებმა ხომალდი დაუყოვნებლივ ალყაში მოაქციეს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მგზავრებს უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ტერორიზმის მუხლით გამოძიების დაწყების თოაბაზე გამოაცხადეს. Channel 12-ის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცახდა:

"ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა სცადა".

ოფიციალური პირების განცხადებით, ბორტზე მყოფი ადამიანების გმირობის წყალობით "ძალიან სერიოზული კატასტროფა იქნა აცილებული,“ რამაც საზოგადოებას 1976 წლის ენტებეს ცნობილი ინციდენტი გაახსენა Air France-ის რეისზე.

წყარო