ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს.
გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დერეფანში, მაშინ როდესაც ის სასამართლოს შენობას ტოვებდა, ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა.
"ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“,- განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას, ასე უპასუხა:
"არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე.... ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში...",- განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე და ბრალდებებზე, განაცხადა, რომ "ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თავს შეიკავებს".
რაც შეეხება ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას და ამის შესახებ ინფორმაციის ცოდნას, გომელაურმა განაცხადა, "თუ საიდან უნდა სცოდნოდა?"