ჩვენს ხალხს ვერავინ გატეხს, ან შეაშინებს. მაღალმა აქტივობამ არჩევნებზე და არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის სიძლიერე და ჩვენი ხალხის ერთიანობა ისტორიული გამოწვევების წინაშე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი - ზოგიერთების მსგავსად, თითს არავისკენ გავიშვერთ - არ ირბენს მთელ მსოფლიოში და დამამცირებლად, გაწვდილი ხელით მოწყალებას არ ითხოვოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს დამამცირებელია. მეორეც, იმიტომ, რომ არავინ არაფერს მოგვცემს და, მესამე, რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ ეს არ გვჭირდება”, - აღნიშნა პუტინმა.
"ჩვენი საზოგადოების ერთიანობა არის საიმედო, ფუნდამენტური გარანტია იმისა, რომ ერთად მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს. უზრუნველვყოფთ რუსეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საიმედო გარანტიებს მომავალი მრავალი თაობისთვის. ასეც იქნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, - აღნიშნა პუტინმა.