ავტორი:

მოულოდნელი აღმოჩენა დუბლინში - ისტორიული ციხესიმაგრეს, რომელიც აქამდე დაკარგული ეგონათ, სინამდვილეში სახლი მიაშენეს და შელესეს, რის გამოც მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო

მოულოდნელი აღმოჩენა დუბლინში - ისტორიული ციხესიმაგრეს, რომელიც აქამდე დაკარგული ეგონათ, სინამდვილეში სახლი მიაშენეს და შელესეს, რის გამოც მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის განცხადების თანახმად, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სინამდვილეში ყველას თვალწინ, თანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსის ვიქტორიანული ეპოქის შენობაში მდებარეობდა.

აღმოჩენა შუა საუკუნეების არქეოლოგიის პროფესორმა თადგ ო'კიფმა გააკეთა, რომელმაც საუნივერსიტეტო შენობის შიგნით ისტორიული რიბუკის ციხესიმაგრის საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოაჩინა.

აქამდე მიიჩნეოდა რომ თავდაპირველი ნაგებობა XVIII საუკუნისთვის უკვე ნანგრევებად იყო ქცეული. მოგვიანებით ის საცხოვრებელ სახლში გააერთიანეს, რომელმაც თავის მხრივ მასშტაბური სახეცვლილებები გაიარა, მათ შორის, 1874 წელს ვიქტორიანულ სტილში შენობაში გადაკეთდა . UCD-მ ეს ქონება 1986 წელს შეიძინა.

თუმცა როგორც ო'კიფმა მედიასთან საუბარში განაცხადა, საუკუნეების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, შუა საუკუნეების სტრუქტურის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 70-დან 80%-მდე კვლავ ადგილზეა.

მან კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მხატვარ გაბრიელ ბერანჟეს XVIII საუკუნის აკვარელები შეისწავლა, სადაც ციხესიმაგრე მასშტაბურ გადაკეთებამდე იყო გამოსახული.

“ძალიან ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც შენობაში შევედი და მიმოვიხედე, გავაცნობიერე, რომ ციხესიმაგრის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში კვლავ იქ, დღევანდელი შენობის შიგნით იყო. ყველაფერი შელესილია, ამიტომ ორიგინალ ქვის წყობას ვერ ხედავთ, თუმცა აშკარაა, რომ ის კვლავ იქ არის. გარდა ამისა, ფანჯრებს შიდა მხარეს გაფართოებული წირთხლები აქვს, რაც შუა საუკუნეების არქიტექტურის ნამდვილი დამახასიათებელი ნიშანია,“ - ამბობს ო'კიფი.

პროფესორმა ასევე შენობის არაჩვეულებრივად სქელ კედლებზე, ქვის თაღოვან ჭერსა და კამარებზე მიუთითა, აღმოჩნდა, რომ ძველი ციხესიმაგრე შენობის შედარებით თანამედროვე იერსახის მიღმა იმალებოდა.

რიბუკის ციხესიმაგრე, სავარაუდოდ, XIII საუკუნის დასაწყისში აშენდა, მას შემდეგ, რაც XII საუკუნის ბოლოს ირლანდიაში ნორმანთა შემოჭრა დაიწყო და როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, მისი მფლობელები საკმაოდ გავლენიანი პირები იყვნენ.

წყარო