ავტორი:

“რუსეთმა დაავალა ივანიშვილს ჩვენი ისტორიის გადაწერა - ირანმა, ჩვენ რით ვართ ნაკლებიო, ძმურ აზერბაიჯანთანაც დაგვეძაბა ისტორიულ თემებზე ურთიერთობები“ - მიხეილ სააკაშვილი

“რუსეთმა დაავალა ივანიშვილს ჩვენი ისტორიის გადაწერა - ირანმა, ჩვენ რით ვართ ნაკლებიო, ძმურ აზერბაიჯანთანაც დაგვეძაბა ისტორიულ თემებზე ურთიერთობები“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყანა „უპატრონოდ არის“ დარჩენილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ამ ფონზე მოქმედებაა საჭირო.

“აი, რას ნიშნავს უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა:

ერთი მხრივ, რუსეთმა დაავალა ივანიშვილს ჩვენი ისტორიის გადაწერა და რუსულ ნარატივებს მორგებას. მეორეს მხრივ, ირანმა, ჩვენ რით ვართ ნაკლებიო და თავისი ელჩის ხელით იმავეს მიჰყო ხელი.

ჩვენს ძმურ აზერბაიჯანთანაც დაგვეძაბა ისტორიულ თემებზე ურთიერთობები.

მოკლედ, სანამ ყველაფერი დაგვიკარგავს, უნდა ვიმოქმედოთ!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.