ავტორი:

თურქეთში, ვანის ტბის სიღრმეში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს - მკვლევრები მიიჩნევენ რომ ეს დაკარგული ქალაქია (ფოტო)

თურქეთში, ვანის ტბის სიღრმეში უძველესი  ნანგრევები აღმოაჩინეს - მკვლევრები მიიჩნევენ რომ ეს დაკარგული ქალაქია (ფოტო)

ნოეს კიდობნის სავარაუდო ადგილსამყოფლიდან სულ რაღაც რამდენიმე მილის დაშორებით, წყლის სიღრმეში, მკვლევარებმა უძველესი ქალაქის ნანგრევები იპოვეს, სავარაუდოდ, ნაპოვნი ობიექტი სულ მცირე 11000 წლისაა.

საიდუმლოებით მოცული ნანგრევები თურქეთში, ვანის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს და როგორც მიიჩნევენ, ის მივიწყებულ ქალაქს ეკუთვნის. მყვინთავებმა წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 23 მეტრის სიღრმეზე დიდ წრიულ სტრუქტურასა და ერთმანეთზე გადაბმული აგურის კედელს მიაგნეს.

მკვლევარი მათეუ ლაკრუამ თქმით, ნანგრევები სულ მცირე 11 700 წლისაა და შესაძლოა დაკარგული ქალაქის უძველესი ნაგებობების უფრო დიდ კომპლექსის ნაწილს შეადგენდეს.

იდეალური წრიული ქვის სტრუქტურის გვერდით სამი საფეხური მდებარეობს, რასაც დაახლოებით 2.4 მეტრი სიმაღლის ქვის კედელი და მისგან გამავალი 45 მეტრიანი ხიდი მოსდევს.

“ჩვენ წინაშეა ცივილიზაცია, რომელსაც წარმოუდგენელი ქვის ნაკეთობებისა და ტაძრების აგების შესაძლებლობა ჰქონდა. ეს აჩვენებს, რომ კაცობრიობის ისტორიის ამ დაკარგულ ეპოქაში შეიქმნა მაღალგანვითარებული ობიექტები, რომლებიც გაცილებით აღემატება რკინისა და ბრინჯაოს კულტურების შესაძლებლობებს, ის, რაც ამ წყალქვეშა ნანგრევების შესახებ ვიცით, შესაძლოა ბევრად უფრო დიდი სისტემის მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს,“ - აცხადებს ლაკრუა.

ვანის ტბა ე.წ. "დურუფინარის ობიექტიდან" სულ რაღაც 90 მილის დაშორებით მდებარეობს. თენდურექის მთაზე მდებარე გეოლოგიური წარმონაქმნი, ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ნოეს კიდობნის გაქვავებულ ნაშთებს წარმოადგენს.

წყარო