ავტორი:

ევროკავშირიდან მეორე კვარტალში საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - Eurostat-ი მონაცემებს აქვეყნებს

ევროკავშირიდან მეორე კვარტალში საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - Eurostat-ი მონაცემებს აქვეყნებს

2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის არამოქალაქეთა შორის, რომლებზეც ბლოკის ტერიტორიის დატოვების ბრძანება გაიცა, საქართველოს 2 140 მოქალაქეა. მონაცემებს Eurostat-ი ავრცელებს.

ასევე, გაძევებულებს შორის უმეტესობა ალჟირის (10 390), მაროკოს (6 200) და სირიის (5 180), ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა შორის უმეტესობა თურქეთისა (3 765) და სირიის (2 770) მოქალაქეა.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ყველაზე მაღალი რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება უბრძანეს, საფრანგეთში (32 420), პორტუგალიასა (11 190) და გერმანიაში (8 160) დაფიქსირდა. მესამე ქვეყნებში დაბრუნებული ადამიანების ყველაზე მაღალი რაოდენობა გერმანიაში (8 400), საფრანგეთსა (3 825) და პოლონეთში (3 005) დაფიქსირდა.

მთლიანობაში, წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა 110 335 არამოქალაქეს უბრძანეს ბლოკის დატოვება, ხოლო მესამე ქვეყნებში 36 825 ადამიანი დააბრუნეს.

ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით, ევროკავშირის არამოქალაქეთა რაოდენობა, რომლებზეც გაძევების ბრძანება გაიცა, 3.9%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა.

2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ევროკავშირის არამოქალაქეთა რაოდენობა, რომლებზეც გაძევების ბრძანება გაიცა, 12.0%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა.