ავტორი:

"დაუჯერებელი ამბავია. როგორც ჩანს, პილოტი ან ტერორისტი იყო, ან - შეშლილი“ - დონალდ ტრამპი flydubai-ს რეისზე მომხდარზე

"დაუჯერებელი ამბავია. როგორც ჩანს, პილოტი ან ტერორისტი იყო, ან - შეშლილი“ - დონალდ ტრამპი flydubai-ს რეისზე მომხდარზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და ასევე თვითმფრინავის გადარჩენის მიზნით ბორტზე მყოფთა ძალისხმევის შესახებ.

"ვფიქრობ, დაუჯერებელი ამბავია. როგორც ჩანს, პილოტი ან ტერორისტი იყო, ან - შეშლილი“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მან გმირი უწოდა მეორე პილოტს, რომელსაც თავს დაესხნენ.