ავტორი:

ომში მყოფმა უკრაინამ ავსტრალიის ნაჩუქარი "მფრინავი ვეფხვები“ დაიწუნა - რა გახდა ამის მიზეზი?

ომში მყოფმა უკრაინამ ავსტრალიის ნაჩუქარი "მფრინავი ვეფხვები“ დაიწუნა - რა გახდა ამის მიზეზი?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

როდესაც ქვეყანა ფართომასშტაბიან და დროში გაწელილ ომში ებრძვის მასზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს, იძულებული ხდება, ყველა სახის სამხედრო დახმარება მიიღოს მეგობარი ქვეყნებისგან და ამის ფონზე კიევის გადაწყვეტილება, უარი თქვას თანამედროვე დამრტყმელი შვეულმფრენების ჩუქებაზე, ერთი შეხედვით, მართლაც დაუჯერებლად მოჩანს...უკრაინამ ოფიციალურად თქვა უარი ავსტრალიისგან Eurocopter Tiger-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების მიღებაზე და გააუქმა მანამდე გაგზავნილი მოთხოვნა. ავსტრალიაში უკრაინის ელჩმა, ვასილ მიროშნიჩენკომ დაადასტურა, რომ კიევმა გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტიკული ფაქტორის გამო მიიღო.

ავსტრალიური „მფრინავი ვეფხვები“ - Tiger ARH-ები,რომლებიც კანბერამ ჩამოწერა, ხოლო კიევმა კი საჩუქრადაც კი არ მიიღო...

ამ შვეულმფრენების საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნება რთულია, რადგან მსოფლიოში ხშირად იქმნება სათადარიგო ნაწილების დეფიციტი. თავად ავსტრალია (და გერმანიაც) სწორედ ამ პრობლემების გამო ანაცვლებს Tiger-ებს ამერიკული AH-64E Apache-ებით.

შვეულმფრენების ტექნიკური მდგომარეობა და მოლოდინები მათი მიწოდების კონფიგურაციაზე არ შეესაბამებოდა უკრაინის ამჟამინდელ პრიორიტეტებს. თუნდაც უფასოდ გადაცემის შემთხვევაში, უკრაინას საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევდა პილოტების მომზადების, ლოგისტიკისა და შენახვის უზარმაზარი ხარჯების დაფარვა. გააგრძელეთ კითხვა