ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გროზნოში გამართულ კონცერტს პირველ მეუღლესთან, მედნისთან და დედასთან, აიმანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე მისი სავარაუდო მესამე მეუღლე, მომღერალი ამინა (ამინატ) ახმადოვა გამოდიოდა. კონცერტის შემდეგ კადიროვმა მომღერალს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება მიანიჭა.
კონცერტი გროზნოს საზაფხულო ამფითეატრში გაიმართა და ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეკომპანია "Грозный“-ს ინფორმაციით, დარბაზი სრულად იყო შევსებული. პროგრამა 26 ვოკალურ და საცეკვაო ნომერს მოიცავდა. მომღერალმა მსმენელებს ჩეჩნეთის ეროვნული კულტურისა და სულიერი ღირებულებებისადმი მიძღვნილი კომპოზიციები წარუდგინა.

Кадыров сходил с первой супругой на концерт третьей жены

Глава Чечни Рамзан Кадыров вместе со своей официальной женой Медни и матерью Аймани посетил в Грозном сольный концерт Амины (вариант имени — Аминат) Ахмадовой, которая родила ему сына Шейх-Мухаммада, писал «Проект». После… pic.twitter.com/H2KtS55Fiq
— Новости «Агентства» (@agents_media) September 30, 2026

ახმადოვასთვის ეს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენაზე დაბრუნება იყო. კონცერტს სახელწოდება "ნოხჩიჩო - ჩემი გულის სიმღერა“ ერქვა და მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 და პროფესიული კარიერის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კადიროვმა მომღერალს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება მიანიჭა. მან ახმადოვა თანამედროვე ჩეჩნური კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად დაახასიათა.
ამინატ ახმადოვას კადიროვის მესამე მეუღლედ ჯერ კიდევ 2019 წელს მოიხსენიებდა რადიო "თავისუფლება“. გამოცემასთან საუბრისას ნიდერლანდელმა რეჟისორმა მაშა ნოვიკოვამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ყველამ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ. რეჟისორი ჩეჩნეთში დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას ახმადოვების ოჯახთან ახლოს იყო.
ნოვიკოვას მონათხრობის მიხედვით, კადიროვთან ქორწინების შემდეგ ახმადოვა ცალკე სასახლეში გადავიდა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს. რეჟისორის თქმით, მას მომღერლის სახლში გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს.
გამოცემა "Проект“-ის 2024 წლის ჟურნალისტურ გამოძიებაში კი კადიროვის ოჯახის შესახებ საუბრისას მედნი კადიროვა, ფატიმა ხაზუევა, ამინატ ახმადოვა და ზამირა ჯაბრაილოვა მის ძირითად მეუღლეებად არიან მოხსენიებული. გამოძიების თანახმად, ახმადოვამ კადიროვისგან 2014 წელს ვაჟი, შეიხ-მუჰამედი გააჩინა და დაცულ ტერიტორიაზე, ცალკე სახლში ცხოვრობს.
თავად რამზან კადიროვს ახმადოვასთან ქორწინება საჯაროდ არ დაუდასტურებია.
ამინა ახმადოვა ჩეჩნურ მუსიკალურ და საცეკვაო წრეებში წლებია ცნობილია. რუსული მედიის ცნობით, მას არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო აქვს მიღებული. 2024 წლის იანვარში მას ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - ახმატ კადიროვის ორდენიც გადასცეს. იმავე წლის აგვისტოში სახელმწიფო ჯილდოები მისმა მშობლებმაც მიიღეს.
2022 წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა კადიროვის სამ სავარაუდო მეუღლეს, მათ შორის ამინატ ახმადოვასაც.
კადიროვის ოჯახისა და მისი სავარაუდო მეუღლეების შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებისა და მედია პუბლიკაციის საგანი იყო. თუმცა ჩეჩნეთის ლიდერის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების ნაწილი თავად კადიროვს საჯაროდ არ დაუდასტურებია.