ავტორი:

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა - ცნობილია მათი ვინაობა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა - ცნობილია მათი ვინაობა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.

"დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.

ნახეთ ასევე: