ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა "ქოცების“ მხარდამჭერი?! - ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა და ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა.
ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე, ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის ხომ წარმოგიდგენიათ! და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე "ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა "ოცნებას" ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.
და ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა "ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ,“ - წერს სააკაშვილი.