საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი მისი “ფეისბუქის სთორიში“ ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი მეუღლეც დგას.
"თავისუფლება ირაკლის" - წერს ნუნუკა ღარიბაშვილი.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ალექსანდრე თამაზაშვილი აცხადებს, რომ “სამართლიანობა უახლოეს მომავალში სრულიად აღდგება“.
ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციის საქმეზეა დაკავებული. მას 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მერვე წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ქვეყანა მაშინ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე “ხელისუფლების ჩამოშლის პირას“ იყო. ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე და საკუთარ მიღწევად ასახელებს 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.