ავტორი:

“ერთადერთი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, არის სააკაშვილი, მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი“ - ანა წითლიძე

“ერთადერთი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, არის სააკაშვილი, მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი“ - ანა წითლიძე

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი - რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და ის გადის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. 14 წელი წრეზე ხომ ვიარეთ ოპოზიციური ერთობის და ვნახეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს ეშინია ციხეში გამოკეტილისაც კი არის მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

  • მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც 2012 წლიდან დღემდე იბრძვის არ გაიყიდა და არ დანებდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარსული , “შეუძლებელია წარსული იყოს საქართველოს თავისუფლებისა და აღმშენებლობის იდეა“.

“14 წელია, რაც რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას. ზუსტად 5 წელია, რაც რუსული რეჟიმი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დაუმტკიცოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური პარტიის პრობლემაა. ზუსტად 14 წელია რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ სახელს. ცდილობს მოკლას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი და მემკვიდრეობა, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეა. ზუსტად 14 წელია რუსულმა რეჟიმმა არნახულ რეპრესიები გამოატარა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული, მებრძოლი, რეპრესირებული და ყველაზე გაუყიდავი პარტია მთელს ოპოზიციურ სპექტრში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშასთან ერთად არის ერთადერთი პარტია, რომელსაც არასრულ ერთ წელში 3 ლიდერი ჰყავს დაპატიმრებული. ციხეში არიან; ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი ბარამიძე, ბაჩო ახალაია, ზვიად კუპრავა და კიდევ ბევრი სხვა. მიუხედავად ამ რეპრესიებისა რეჟიმმა ვერ გაგვტეხა. ვერც მიხეილ სააკაშვილი გატეხა და ვერც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ვერაფერი მოუხერხა ვერც მიხეილ სააკაშვილის სახელს და ვერც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“. ვერ მოკლა ვერც ერთიანი და ძლიერი თავისუფალი საქართველოს იდეა და ვერც ბრძოლის ჟინი. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ამ ქვეყნის ეროვნული სირცხვილი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებასა და გემოვნებას თუ შენ შეეგუე იმას, რომ ციხეში გიზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსების დავალებით ზის ციხეში, რომელმაც პირველად გაშალა ევროკავშირის დროშა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, განვითარების გზაზე ამაყად ატარა ცხრა წლის განმავლობაში საქართველო. ეს ნიშნავს, რომ შენ შეეგუე რუსულ ოკუპაციასა და შენ უარი თქვი ძლიერი საქართველოს იდეასა და საქართველოს ხუთჯვრიან დროშაზე.

14 წლის განმავლობაში ბევრი რამ გახდა მკაფიო იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ყველაფერი სხვანაირად წარმოედგინათ. მკაფიო გახდა განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს შორის. მიხეილ სააკაშვილის საქართველო ეს იყო საქართველო მისი თითოეული მოქალაქისათვის, სადაც ემიგრაციაში კი არ მიდიოდნენ - ემიგრაციიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ახალგაზრდები საკუთარი შრომით აღწევდნენ წარმატებას და ბავშვები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში, რომელიც უნდა ყოფილიყო მთავარი ჰაბი ეკონომიკური განვითარების. ბიძ

ინა ივანიშვილის საქართველო ეს არის ნგრევის, ნარკოტიკებით, კრიმინალებითა და “ბარიგებით“ სავსე საქართველო, სადაც ყოველდღიურად 17-18 წლის ახალგაზრდებს ქუჩაში გვიხოცავენ. ეს არის კორუფციით სავსე საქართველო და სწორედ ამიტომაც ებრძვის მიხეილ სააკაშვილს და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილი.

მთავარი კითხვა დღეს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში არის; “როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ?“ რაზეც პასუხი მარტივია - რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და ის გადის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. 14 წელი წრეზე ხომ ვიარეთ ოპოზიციური ერთობის და ვნახეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს ეშინია ციხეში გამოკეტილისაც კი არის მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი. მეორე“ ვის ვენდოთ?“ ოპოზიციაში ბევრს შეეშინდა, ბევრი გაიქცა, გაიყიდა და ბევრმაც მიშას უღალატა, მაგრამ როდესაც ამ კითხვას დასვამთ შეხედეთ “ნაციონალურ მოძრაობის“ გუნდს 2012 წლიდან - ადამიანებს, რომლებიც არ გაიყიდნენ, არ შეურიგდნენ, ვერ მოსპეს და ვერ გააჩერეს. მიშა არ არის წარსული, არც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარსული .შეუძლებელია წარსული იყოს საქართველოს თავისუფლებისა და აღმშენებლობის იდეა. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკურ პატიმრებს!“, - განაცხადა ანა წითლიძემ.