ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან “ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან “ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

  • კერძოდ, ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს.

“თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ საინვესტიციო სფეროში. როგორც პირველმა აფხაზურმა საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, განვავითარებთ ამ მიმართულებას. სასიხარულოა, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა - ეს ძალიან კარგი მაჩვენებლებია,” - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი პოპულარულ მიმართულებად რჩება რუსი ტურისტებისთვის.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის”, ოლეგ ბარციცის თქმით, რუსეთთან ურთიერთობები “აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება”.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს ვთქვა ეკონომიკურ ურთიერთობაზე. მასშტაბური და პერსპექტიული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება ხდება. დღეს უმჯობესდება და უფრო მასშტაბური ხდება საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. მსურს ციფრები მოვიყვანო - წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენმა აეროპორტმა უკვე 200 000 ადამიანი გაატარა. ეს სერიოზული დამატებული ღირებულებაა აფხაზეთის ეკონომიკური სტაბილიზაციისთვისა და განვითარებისთვის,” - განაცხადა ბარციცმა.