ავტორი:

ინფლუენსერებმა სასწრაფო დახმარების მანქანაში ფოტოსესია მაშინ გამართეს, როდესაც ექიმები პაციენტს გადაუდებელ დახმარებას უტარებდნენ - კალიფორნიელ წყვილს ჯარიმა ელის

ინფლუენსერებმა  სასწრაფო დახმარების მანქანაში ფოტოსესია მაშინ გამართეს, როდესაც ექიმები პაციენტს გადაუდებელ დახმარებას უტარებდნენ - კალიფორნიელ წყვილს ჯარიმა ელის

კალიფორნიელი ინფლუენსერები ინტერნეტში საყოველთაო დაცინვის ობიექტებად მას შემდეგ იქცნენ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იღებენ ისინი ფოტოებს იმ სასწრაფო დახმარების მანქანასთან, რომელშიც პაციენტს გადაუდებელ დახმარებას უწევენ.

TikTok-სა და Reddit-ზე ვირუსულად გავრცელებულ კადრებში თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი ჩანს, რომელიც სამედიცინო საკაცეზე პოზირებს, ხოლო მისი მეგობარი ქალი ფოტოებს უღებს, მაშინ როდესაც იქვე, ექიმები პაციენტის ტრანსპორტირებას ცდილობენ.

  • ფოტოსესიით აღშფოთებული უცნობი პირი ინფლუენსერებს უახლოვდება და მათ შემთხვევის ადგილს ფიზიკურად აშორებს, რასაც წყვილის მხრიდან საპასუხო პროტესტი მოჰყვება.

კადრებს სოციალურ ქსელებში უამრავი აღშფოთებული კომენტარი მოჰყვა:

“შეიძლება, შევწყვიტოთ სიტყვა “ინფლუენსერის“ გამოყენება და მის სანაცვლოდ "იდიოტი“ ან რამე მსგავსი ვიხმაროთ?“

“ანუ, სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის პაციენტის გადაყვანაში ხელის შეშლის შემდეგ, კიდევ იმის თავხედობა გაქვთ, რომ ეჩხუბოთ, როცა გაწევას გთხოვენ?“ - წერდნენ მომხმარებლები.

ერთ-ერთმა მათგანმა ამ გამოხტომას “ინფლუენსერების დისტოპიის პიკი“ უწოდა, სადაც “მთელი სამყარო სცენად იქცა ყველაზე ცარიელი და ზედაპირული ადამიანებისთვის, რომლებსაც ტელეფონების წინ წარმოდგენების გამართვა სურთ“.

კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც აფერხებს / ხელს უშლის პოლიციას ან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მოვალეობის შესრულებაში, შეიძლება დაჯარიმდეს ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.

შედეგად, დამნაშავე წყვილს 1,000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო