ავტორი:

64 წლის ჯიმ ქერი საიდუმლოდ დაქორწინდა - ვინ არის ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული და რას ჰყვებიან ქორწილის დეტალებზე?

64 წლის ჯიმ ქერი საიდუმლოდ დაქორწინდა - ვინ არის ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული და რას ჰყვებიან ქორწილის დეტალებზე?

“Yes Man“-ის ვარსკვლავმა საკუთარ ცხოვრებაშიც “დიახ“ თქვა: 64 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ჯიმ ქერი თავის მეგობარ ქალზე, მინ აზე საიდუმლოდ დაქორწინდა. ცერემონია ლოს-ანჯელესში, ვიწრო წრეში გაიმართა.

  • როგორც გამოცემა TMZ იუწყება, ჯიმ ქერიმ და მინ ამ ქორწინება ლოს-ანჯელესში, მცირე კერძო ცერემონიაზე გააფორმეს.

წყვილის ქორწილამდე შვიდი თვით ადრე, 2026 წლის თებერვალში, მათ თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად პირველად გახადეს საჯარო პარიზში გამართულ “სეზარის“ დაჯილდოებაზე. იმ საღამოს “ყოველთვის თქვი დიახ“-სა და “ბრიუს ყოვლისშემძლეს“ მსახიობს საპატიო ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე მინა ჯიმ ქერის ქალიშვილის, ჯეინისა და შვილიშვილის, ჯექსონის გვერდით ეჯდა. ფრანგულ ენაზე წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში ქერიმ ჯერ ოჯახს გადაუხადა მადლობა, ხოლო შემდეგ თავის რჩეულს მიმართა: “მადლობა ჩემს შესანიშნავ ოჯახს, ჩემს ქალიშვილ ჯეინს და ჩემს შვილიშვილ ჯექსონს. მიყვარხართ ახლა და სამუდამოდ. მადლობა ჩემს აღმატებულ კომპანიონს, მინ ას. მიყვარხარ, მინ ა“.

ჯიმ ქერი და მინ ა თავიანთ ურთიერთობას წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ. ისინი პირველად ერთად 2022 წლის თებერვალში დააფიქსირეს, როდესაც ლოს-ანჯელესში ჯად აპატოუს საქველმოქმედო კომედიური შოუ დატოვეს.

მინ ასთან ქორწინება 64 წლის მსახიობისთვის მესამე აღმოჩნდა: პირველად იგი 1987 წელს ყოფილ მსახიობსა და კომედიური კლუბის ოფიციანტზე, მელისა ვომერზე დაქორწინდა. წყვილი 1995 წელს დაშორდა ერთმანეთს; მათ საერთო ქალიშვილი, 38 წლის ჯეინი ჰყავთ.1996 წელს ქერიმ ფილმ Dumb and Dumber-ის პარტნიორზე, ლოურენ ჰოლიზე იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და 1997 წელს განქორწინებით დასრულდა.

გარდა ამისა, ჯიმ ქერის 2005-იდან 2010 წლამდე ცნობილ მოდელთან და მსახიობთან, ჯენი მაკკარტისთან ჰქონდა ურთიერთობა, ხოლო 2019 წელს სერიალ “Kidding“-ის პარტნიორთან, ჯინჯერ გონზაგასთან ხვდებოდა.

წყარო