ავტორი:

“ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო“ - მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო“ - მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.