ავტორი:

“არის საკითხები რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობ...“ - რას აცხადებს რამაზ სვანაძე უნგრეთთან მატჩამდე?

“არის საკითხები რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობ...“ - რას აცხადებს რამაზ სვანაძე უნგრეთთან მატჩამდე?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ამჟამად ნაკრები კარგ ფორმაშია.

მისი თქმით, გუნდში პატარ-პატარა მიკრო ტრავმები არის, თუმცა ეს გავლენას თამაშის ხარისხზე არ მოახდენს.

“ჟორჟი, ისევე როგორც მთელი გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ველოდებით თამაშის დაწყებას.

რაც შეეხება იმას - ეს ბუდუ იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, იმიტომ რომ ეგოიანზეც იყო რაღაც კითხვები საზოგადოებაში და ბარემ აქვე გავცემ ყველაფერს პასუხს - არის საკითხები რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობ და არც უნდა ვისაუბროთ. არის პრობლემები, არის პატარ-პატარა მიკრო ტრავმები, ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა ფეხბურთელს.

4 თამაში გვაქვს სათამაშო, ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ნებისმიერი დროს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის მწვრთნელი, შეძლონ მოედანზე გამოსვლა და დახმარება,“ - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ, ბუდაპეშტში ხვალ გამართავს. უნგრეთი - საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.