სამხრეთ კორეასა და უკრაინას შორის დიპლომატიური დაძაბულობა პიკს აღწევს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა (Lee Jae Myung) განაცხადა, რომ სეული "დამატებით, შემდგომ ზომებს“ მიიღებს, თუ კიევი საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ორ ქვეყანას შორის არსებული კონფიდენციალური შეთანხმების დარღვევის გამო და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო.
დიპლომატიური უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაახმაურა, რამაც სეულის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების ცნობით, ორ მხარეს შორის არსებობდა მკაცრი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთკორეელი ტყვეების სეულში გადაყვანის დეტალები არ უნდა გასაჯაროებულიყო. ეს აუცილებელი იყო როგორც თავად სამხედროების, ისე ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილი მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად.
უკრაინულმა მხარემ არა მხოლოდ საჯაროდ გამოაცხადა ტყვეების გადაცემის შესახებ, არამედ მოგვიანებით უარყო კიდეც მსგავსი საიდუმლო შეთანხმების (NDA) არსებობა, რამაც სეულის უკმაყოფილება კიდევ უფრო გააღრმავა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობა და შეთანხმებების დაცვა ფუნდამენტური პრინციპია. სეულის განცხადებით, კიევის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა დიპლომატიურ პროტოკოლებს და პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებას.
"თუ უკრაინა გააგრძელებს საჯარო ბოდიშის მოხდაზე უარის თქმას და კონფიდენციალური შეთანხმების დარღვევის უარყოფას, სამხრეთ კორეა იძულებული გახდება მიიღოს შემდგომი საპასუხო ზომები." - განაცხადა მან.
მისი თქმით, საქმე შეეხება კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას.
ამასთან, ლიმ კიევი "კორეის ნახევარკუნძულზე ომის პროვოცირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
"ღრმა სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ სეულს კონკრეტულად არ დაუზუსტებია, თუ რა "დამატებით ზომებზეა" საუბარი, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა შეეხებოდეს:
უკრაინული მხარე ამ ეტაპზე ინარჩუნებს პოზიციას, რომ საიდუმლო შეთანხმება დარღვეული არ ყოფილა და ოფიციალური ბოდიშის მოხდისგან ჯერჯერობით თავის შეკავებას განაგრძობს. მოვლენების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, მოიძებნება თუ არა დიპლომატიური გამოსავალი უახლოეს დღეებში.
ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შექმნილი ვითარება "დიპლომატიურ გაუგებრობად“ შეაფასა და დასძინა, რომ კიევი მის მოსაგვარებლად მუშაობს.