სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ომბუდსმენის აპარატმა ვერ ნახა.
"ეს საკითხი ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის მოვითხოვეთ დაარქივებული მასალები და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, - განაცხადე ლევან იოსელიანმა.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ "არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.