“რასაკვირველია, ეს სრული კადრები არ არის, ბევრი ნაწილი აკლია... ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს, სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია[ბადრაგი], ხელის მოძრობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან!“ - ასე ეხმაურება მსჯავრდებული პატიმრის, გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს.
“რასაკვირველია, ეს სრული კადრები არ არის, მე რა კადრებიც პროკურატურამ მანახა, 5 ფაილს შეიცავდა. ჩემი შვილი გამოიყვანეს საკნიდან და 20 წუთის სავალი გზა გაიარეს ჯურღმულებში, სადღაც მიწურში, როგორც ჩანს, აქვთ ოთახი, სადაც გადაჰყავთ პატიმრები, რომლებზეც უნდა იძალადონ. 9 კაცს მიჰყავდა, ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, წინ გიორგი და გვერდით ბადრაგები, უკან 9 კაცი და ერთი ადამიანი, რომელსაც თეთრი ხალათი ჰქონდა მოცმული, რომელიც დაზუსტებით ვიცი, რომ ექიმი იყო, ალბათ ფიქრობდნენ, თუ ცუდად გახდებოდა, მთლად ხელში რომ შემოჰკვდომოდათ, არ უნდოდათ. იმედს ვიტოვებ, ექიმი გამოვა, სინდის-ნამუსი შეაწუხებს და განაცხადებს, რა ხდება მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორი ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, შეურაცხყოფა, ღირსების აყრა. მოძალადე შოთა ტრაპაიძე კარგად გაწვრთნილი ჯალათია, “ნაცების“ დროიდან გაზრდილი და გამოზრდილია, ამ ხელისუფლებამ დაიტოვა და როგორც ჩანს, დიდ პატივში ჰყავთ, მაგრამ ვერ ეღირსებიან! 2013 წელს მასზე საქმეც აღიძრა და გადააყენეს, მაგრამ მერე, ეტყობა “ოცნებამ“ ისევ დააბრუნა, როგორც ვიცი, მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც იგივე ჯალათები სჭირდება“, - აცხადებს დავითაძე.
მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, ბევრი კადრი აკლია.
“ბევრი ნაწილი აკლია, 5 ფაილია, როგორ შეჰყავთ გიორგი, როგორ არის მასზე ზეწოლა, გადაგრეხილ მდგომარეობაში, საწოლზე გადაკუზვით როგორ აწვენენ და ზემოდან ახტება 10 კაცი. ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს. სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია[ბადრაგი], ხელის მოძრობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ჩემგან გადაეცით, წავიდნენ და თავიანთ დედებს, შვილებს და თავიანთ ახლო ნათესავებს გაუკეთონ ეს ყველაფერი, როგორ მოეწონებათ! განაგრძეთ კითხვა