Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა.
პროკურორის თქმით, პილოტმა თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის მოპოვება სცადა და ის ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.
ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოტივისა და სხვა გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ისრაელში მიფრინავდა ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა პილოტი გაანეიტრალეს, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.