ავტორი:

"თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

"თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას  გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან გავრცელებული ვიდეოები უკვე დიდი ხანია, ცდება საქართველოს საზღვრებს. დემეთ ოზდემირისა და სელინ დიონის ყურადღების შემდეგ, პატარა ქართველ გოგონას ყურადღება თურქულმა მედიამაც მიაქცია.

ამჯერად თურქული პრესის ყურადღების ცენტრში ტარკანის ლეგენდარულ ჰიტზე, “Şımarık”-ზე შესრულებული ცეკვის ვიდეო მოექცა.

როგორ ეხმაურება თურქული მედია ქართველი ევას ვიდეოს?

თურქული გამოცემები აღფრთოვანებას ვერ მალავენ პატარა ევას არტისტულობით.

“Şımarık-ის აჟღერებაზე მან თავი ვერ შეიკავა! თურქული პოპის უბერებელ სიმღერას აყოლილი პატარა ქართველი გოგონას რიტმული ცეკვა და უშუალო ემოციები სოციალურ ქსელში ნამდვილ სენსაციად იქცა.” - წერს თურქული მედია.უცხოური პრესა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ვიდეოს ათასობით დადებითი კომენტარი და მოწონება მოჰყვა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი თვითონ ტარკანის რეაქცია აღმოჩნდა - თურქეთის პოპ-ვარსკვლავმა პატარა მოცეკვავის ვიდეო პირადად მოიწონა. თურქული მედია წერს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ “Şımarık”-ს ასაკი არ აქვს და ტარკანის შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა.

საერთაშორისო აღიარების გზა: დემეთ ოზდემირიდან სელინ დიონამდე

ევა და ანამარია ბუთიაშვილების ოჯახური ვიდეოები, რომლებსაც დედა, ფიქრია ბუთიაშვილი იღებს, თავდაპირველად უბრალო ყოველდღიურობის ასახვა იყო. დღეს კი მათი გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელებში ასობით ათასს აღწევს.

თურქეთში ევას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმა ევასა და ბაბუის ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა მინაწერით: "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.

მოგვიანებით გოგონა სელინ დიონის ვიდეოკოლაჟშიც მოხვდა: პატარა ევას სპონტანურმა მიმიკებმა მსოფლიო ვარსკვლავის, სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ქართველი გოგონას მონაკვეთი საკუთარ ვიდეოში გამოაქვეყნა.