ანატოლი კაშპიროვსკი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ანდრეი მალახოვმა განაცხადა.
კაშპიროვსკის მეუღლე გულიიზარ ჩალბაშოვაა. წყვილს გასულ წელს ქალიშვილი, ელინა, შეეძინა. პირველი ქორწინებიდან კაშპიროვსკის კიდევ ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ელენა და ვაჟი სერგეი.

"მას უბრალოდ სურს, ცოტა ხნით მშვიდად იცხოვროს. იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და მზრუნველი მამაა. აქ არ არის საჭირო რაიმე საშინელი საიდუმლოს ან მძიმე დაავადების ძებნა“, - ამბობდა მისი წარმომადგენელი.
ანატოლი კაშპიროვსკი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოთერაპევტი იყო. განსაკუთრებული პოპულარობა მან 1980-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც ცენტრალურ ტელევიზიაში მისი სამკურნალო სეანსები გადიოდა. გადაცემებს მილიონობით ადამიანი უყურებდა და კაშპიროვსკი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატელევიზიო სახედ იქცა.

მისი სეანსების დროს მაყურებლები ეკრანის წინ იკრიბებოდნენ და კაშპიროვსკის მეთოდებით სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებას ელოდნენ. მისი საქმიანობა წლების განმავლობაში როგორც დიდი ინტერესის, ისე დაპირისპირების მიზეზი იყო.