ავტორი:

ესპანეთში ბარი ჩამოინგრა - დაშავებულია 12 ადამიანი: დეტალები

ესპანეთში ბარი ჩამოინგრა - დაშავებულია 12 ადამიანი: დეტალები

ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

  • დილით, ესპანეთის ლა-რიოხას პროვინციაში ბარი Tempranillo-ს შენობა ჩამოინგრა.

მედიის ცნობით, ჯერ შენობის იატაკი, ხოლო შემდეგ ჭერი ჩაინგრა.

შემთხვევის მომენტში შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ადამიანები ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დაშავებულთაგან ერთს მოტეხილობა, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

პოლიციამ ბარის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.