ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
ასევე, ინციდენტის გამო ნატო-ს გამანადგურებლები ჰაერში განლაგდნენ.
მოგვიანებით, ლიეტუვაში გამოცხადებული საჰაერო საფრთხის ყვითელი დონე გაუქმდა.
ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის განცხადებით, ობიექტს შესაბამისი სამსახურები ეძებენ.
„თუ ჩამოვარდა და თუ ეს დრონი იყო, მაშინ მას აუცილებლად იპოვიან. თუმცა, ეს შესაძლოა დრონი არ ყოფილიყო, რადგან სიჩქარე ჩვეულებრივზე ოდნავ დაბალი იყო. შესაძლოა, ეს რაიმე სხვა სახის ანომალია ყოფილიყო ან ფრინველთა მიგრაციასთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა.