როგორი იქნება შემოდგომის დარჩენილი პერიოდი? - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი (ვიდეო)

როგორი იქნება შემოდგომის დარჩენილი პერიოდი? - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი (ვიდეო)

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ავრცელებს.

  • ხათუნა ქოქოსაძის ცნობით, ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ნოემბრის თვეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 გრადუსი იქნება.

"ოქტომბერში, ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ 26 -27გრადუსამდე მოიმატოს დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსამდე ვვარაოდობთ ტემპერატურის მატებას.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ დღეებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა, ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს" - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე ქვეყნდება.