30 წლის ქალმა, რომელმაც აეროპორტის ტუალეტში იმშობიარა, ახალშობილი სავარაუდოდ, ტუალეტის ქაღალდით გაგუდა - მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

30 წლის ქალმა, რომელმაც აეროპორტის ტუალეტში იმშობიარა, ახალშობილი სავარაუდოდ, ტუალეტის ქაღალდით გაგუდა - მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის ტუალეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.

  • რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა აეროპორტის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი სავარაუდოდ, ტუალეტის ქაღალდით გაგუდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი თურქეთში დასასვენებლად თავის პარტნიორთან და 11 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. რუსეთში ჩაფრენის შემდეგ კი აეროპორტში სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ტუალეტის კაბინაში ჩაიკეტა.

როგორც თვითხილველები ამბობენ, ტუალეტიდან ახალშობილის ტირილის ხმა ისმოდა, ქალი კი ხალხს კარის გაღების საშუალებას არ აძლევდა. ქალის დასახმარებლად სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, მაგრამ იგი სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც მამაკაცმა გამოძიებას განუცხადა, მან არაფერი იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.