ვანში, სოფელ ფერეთში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, წინასწარი შედეგები ცნობილია

ვანში, სოფელ ფერეთში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, წინასწარი შედეგები ცნობილია

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევანი 447-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

ელექტრონული დათვლით წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.

  • 387-მა ამომრჩეველმა მხარი „ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა. 57-მა არჩევანი „ძლიერი საქართველო-ლელოს" სასარგებლოდ გააკეთა, 3 ბიულეტენი კი გაბათილდა.

სოფელ ფერეთში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.