არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
„არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები, ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას. როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა და მომხდარში 10 პირი მონაწილეობდა. დავითაძის მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ასევე იხილეთ: