ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

უფრო კონკრეტულად, ვანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 87.162% (387 ხმა) მიიღო, ხოლო, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატმა 12.838% (57 ხმა).

დმანისის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 98.496%-მა (131 ხმა) დაუჭირა მხარი, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატს კი - 1.504%-მა (2 ხმა).

წალკის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს ხმა 96.737%-მა (415 ხმა) მისცა, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატს კი მხარი 3.263%-მა (14 ხმა) დაუჭირა.

რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს.

ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს, შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.