აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მომღერალ სქაი უოთლის ბრალი წაუყენეს ქალზე თავდასხმისა და ცემის გამო. ინციდენტი უშუალოდ კონცერტის მსვლელობისას, სცენაზე გამოსვლის დროს მოხდა.
გამოძიების ცნობით, 2026 წლის 6 სექტემბერს, ჯორჯიის შტატის ქალაქ თაქერში მდებარე Londzell Performing Arts Theatre-ში გამართულ ღონისძიებაზე - Legendary Awards Show & Concert-ის მიმდინარეობისას სქაი უოთლიმ სცენიდან მოულოდნელად ხელი გაარტყა მაყურებელ შამიკა ბოიდს.
დაზარალებული ქალი კონცერტზე თავისი დიჯეი ქალიშვილის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბოიდს ორივე თვალი დაულურჯდა და კბილის კომპოზიტური მასალა ჩამოეშალა.
მომღერალს, რომელსაც Spotify-ზე თვეში დაახლოებით 3 500 მსმენელი ჰყავს, მსუბუქი ძალადობის ბრალდებით დაკავების ორდერი გამოუწერეს. თუმცა, სამართალდამცველებს იგი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.