საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
“ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.