ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის განცხადებით, ხაშურში ყველა სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დააკისრა, რასაც ქონების დაყადაღება მოჰყვა.
“ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ. რატომ და რისთვის, ამის ახსნა-განმარტებას ტელეფონით ვერ დავიწყებ. იცით თქვენ, რომ არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და რა სიტუაცია იყო ხაშურში," - გვითხრა ვალერი გელაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოსგან ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ვალერი გელაშვილი გვპასუხობს, რომ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზეწოლას ვერავინ მოახდენს:
“არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ,"- განაცხადა გელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვალერი გელაშვილი 2012–2016 წლებში “ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ის ხაშურის მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ნაკლების ჩვენება
იხილეთ ასევე: