მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან -გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან -გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

23 წლის ქართველმა პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელი, იცხაკ აშპიზი იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კი პორტუგალიელ ბარბარა ტრალაო ფერნანდეშს ვაზარით სძლია.

სამწუხაროდ, სარდალაშვილი მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან იპონით დამარცხდა, რეპეშაჟში კი ფრანგ რომან ვალადიე პიკარდის აჯობა.

მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.