აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
23 წლის ქართველმა პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელი, იცხაკ აშპიზი იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კი პორტუგალიელ ბარბარა ტრალაო ფერნანდეშს ვაზარით სძლია.
სამწუხაროდ, სარდალაშვილი მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან იპონით დამარცხდა, ქართველმა რეპეშაჟში ფრანგ რომან ვალადიე პიკარდის, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაივანელ იუნგ ვეი იანგს აჯობა.