რუსული დეზონფორმაციის მიხედვით, უკრაინაში ქალებს იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში

რუსული დეზონფორმაციის მიხედვით, უკრაინაში ქალებს იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში

რუსული დეზინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში ქალები იძულებით მიჰყავთ ომში საბრძოლველად. კიევი კი ამას პანიკის დანერგვისა და ნებაყოფლობითი სამხედრო გაწვევის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

ამ კვირის დასაწყისში რუსულმა "ტელეგრამ" არხებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული გამოსახულების გავრცელება დაიწყეს, რომელზეც ავტომატითა და ჩვილით გამოსახული ქალი ჩანს. ფოტოს თან ახლავს წარწერა: "ნამდვილი უკრაინელი ქალი ამას 40 წამში აკეთებს".

გავრცელებული ფოტო, რომელიც ქალებს სამხედრო სამსახურში იწვევდა, ნაგულისხმევი იყო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო გავრცელებული და კიევის სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული. თუმცა ეს ფოტო ყალბია: უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებით, ქალები სავალდებულო მობილიზაციას არ ექვემდებარებიან და მისი შემოღება არც იგეგმება.

  • ქალები უკრაინის თავდაცვის ძალებს მხოლოდ ნებაყოფლობით უერთდებიან.

ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდნენ, რუსმა ტელეწამყვანმა ოლესია ლოსევმაც გააზიარა საკუთარ ტელეგრამზე: "უკრაინის ხელისუფლების აზრით, ჩვილის შეხვევა და ავტომატის აწყობა ერთი და იგივე რამაა", - წერდა აღშფოთებული.

მობილიზაციის თემაზე შექმნილ სხვა რეკლამებში გამოსახული იყვნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალები სლოგანით: "ახლა შენი ჯერია, აჩვენე შენი სუპერძალა".

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა ეს ყალბი რეკლამები „საინფორმაციო პროვოკაციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ქალთა იძულებითი მობილიზაცია არც მიმდინარეობს და არც იგეგმება. მათვე განაცხადეს, რომ ქალისა და ჩვილის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის შექმნილს ჰყავდა და Hive Moderation-ის შეფასებით, 99%-იანი ალბათობით, ეს სწორედ ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარი იყო.

„მტრის მიზანია ხელოვნურად შექმნას „ქალთა იძულებითი მობილიზაციის გარდაუვალობის“ განცდა, დათესოს შფოთვა და დისკრედიტაცია გაუწიოს თავდაცვის ძალებში ნებაყოფლობით გაწევრიანებას“, — განაცხადეს სამთავრობო უწყებაში.

რუსულმა მედიამ და "ტელეგრამის" დეზინფორმაციულმა არხებმა ასევე გაავრცელეს "გაწვევის უწყების" ფოტოები და ამტკიცებდნენ, რომ ისინი კიევსა და ხარკოვში მცხოვრებმა ქალებმა მიიღეს.

თითქმის ხუთი წლის წინ დაწყებული ომის შემდეგ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად დამუშავებულ ფოტოებს იყენებს.

  • რუსულმა დეზინფორმაციულმა წყაროებმა არაერთხელ გაავრცელეს ახალი ამბების სათაურების ცრუ "სქრინშოთები" , რომლებიც თითქოსდა BBC-ს, The Guardian-ს, The Independent-სა და Al Jazeera-ს ეკუთვნოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, საელჩოში 15 სექტემბერს გამართულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა კიდეც, რომ „ეჭვი არ ეპარება“, უკრაინა სამხედრო პერსონალის მუდმივი დეფიციტის გამო ქალების იძულებით მობილიზაციას მიმართავს - მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე სწორედ რუსეთმა განიცადა ყველაზე დიდი დანაკარგები.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა