„თბილისობის დღესასწაულზე“ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2026 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი;
რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი;
რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;
ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი;
იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი;
გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი;
მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი;
მურმან გელენიძე - მხატვარი;
მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი;
ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი;
გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი;
ტარიელ ონაშვილი - მომღერალი;
ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი;
ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი;
ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;
იური ოსიპოვი - მოფარიკავე;
ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი;
გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი;
კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.